ახალი ამბები
გორი ერთ-ერთი პირველი მუნიციპალიტეტია საქართველოში, რომელმაც ევროკავშირის გრანტი მიიღო
გორის მუნიციპალიტეტი ერთ-ერთი პირველი მუნიციპალიტეტია საქართველოში, რომელმაც გრანტი მიიღო ევროკავშირის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ (M4EG) პროგრამის ფარგლებში.

2021 წელს გრანტის ჯამური ღირებულება 600 000 ევრო იყო.

პროგრამა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ადგილობრივ მუნიციპალიტეტებსა და მერებს ეკონმონიკური ზრდისა და სამუშაო ადგილების შექმნის პროცესში ეხმარება.

გორში, პროექტის ფარგლებში შეიქმნა ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურა, მათ შორის, რეკრეაციის პარკი ქალაქის ცენტრში, ახალი ტურისტული საინფორმაციო ცენტრი, საგამოფენო სივრცეები, პარკინგი, ველოინფრასტრუქტურა თუ სახელოსნოები.

ვრცლად აქ:
Print

სტატიის გამოყენების პირობები