ახალი ამბები
დღე III - აქცია რუსთაველზე რუსული კანონის წინააღმდეგ
თბილისში "რუსული კანონის" წინააღმდეგ პროტესტი გრძელდება, დემონსტრანტები "ქართული ოცნებისგან" კანონის უკან გაწვევას ითხოვენ.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

შეგახსენებთ, 2023 წლის მარტში ხალხმრავალი აქციებისა და საერთაშორისო კრიტიკის გამო საპარლამენტო უმრავლესობა იძულებული გახდა, "უცხოეთის აგენტების კანონი" ჩაეგდო და პირობა დადო, რომ პროექტს აღარ დაუბრუნდებოდა.

"ქართულმა ოცნებამ" კანონპროექტი 2024 წლის 3 აპრილს დააბრუნა პარლამენტში. ტერმინი "უცხოური გავლენის აგენტი" პროექტში მან "უცხო ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციით" ჩაანაცვლა.

საქართველოს პარტნიორი ქვეყნებისა და ორგანიზაციების შეფასებით, ე.წ. აგენტების კანონი ხელს შეუშლის ქვეყნის ევროინტეგრაციას, მმართველი პარტია კი ამტკიცებს, რომ ის ევროპულია.

Print

სტატიის გამოყენების პირობები