იგოეთი-კასპი-ახალქალაქის მონაკვეთზე გარეგანათება მონტაჟდება.
ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს კასპის
მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურიდან აცნობეს.
გამგეობის პრესსამსახურის ცნობით, ახლადდაგებულ გზაზე, ბოძების
პარალელურად, განათების ფარების მონტაჟიც მიმდინარეობს.
იგოეთი-კასპის მონაკვეთზე ახალი ასფალტი 2015 წელს დაიგო.
გამგეობის ცნობით, გარეგანათება კასპიდან სოფელ ახალქალაქამდეც
გაგრძელდება.
პროექტის ღირებულება 62 555 ლარია, სამუშაოებისთვის თანხა ადგილობრივი
ბიუჯეტიდან გამოიყო.
სტატიის გამოყენების პირობები