კასპიდან 3.5 კმ-ში მდებარე ცემენტის ქარხანა ,,ევროცემენტი''
ცემენტის წარმოების გაორმაგებას აპირებს. ამის შესახებ კომპანია
მოლაპარაკებებს გარემოს დაცვის სამინისტროსთან აწარმოებს.
ბოლო დოკუმენტაცია საწარმომ დღეს 16 აპრილს წარადგინა. დოკუმენტაციის
მიხედვით, ,,ევროცემენტი'' მზადაა დღეში 520 ტონა ცემენტი
აწარმოოს.
ამჟამად, ევროცემენტის წარმადობა წელიწადში 86 400 ტონაა. დადებითი
დასკვნის გაცემის შემთხვევაში, მისი წარმადობა წელიწადში 168 000
ტონამდე გაიზრდება.
როგორც კომპანიის ხელმძღვანელი, ზვიად ბაღდავაძე წერილში აღნიშნავს,
წარმადობის გაზრდას 2019 წლიდან აპირებდა, თუმცა პანდემიის გამო, ვერ
მოახერხა:
,,სამომხმარებნლო ბაზარზე ცემენტის მზარდი მოთხოვნილების
გათვალისწინებით, კომპანიის მიერ ჯერ კიდევ 2019 წელს დაგეგმილი იქნა
ცემენტის წარმადობის გაზრდა არსებული ცემენტის საფქვავი წისქვილის
ჩრდილოეთით ცემენტის წარმოების ახალი საწარმოო ხაზის, კერძოდ, ჩინური
წარმოების სეპარატორიანი წისქვილის ექსპლუატაციაში მიღების გზით,
მაგრამ 2019 წელს, კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კომუნიკაციის
შეუძლებლობის გამო, ჩინურ მხარესთან მოლაპარაკებების წარმოება ვერ
შედგა, ხოლო პანდემიის შემდგომ ეტაპზე ჩვენს კომპანიაზე პანდემიით
მიყენებული ფინანსური ზიანის გამო, აღნიშნული გეგმის განხორციელება
გაურკვეველი დროით გადაიდო, ამიტომ მიმდინარე ეტაპზე დაგეგმილია
მოხდეს წარმადობის გაზრდა ჩვენს ხელთ არსებული რესურსების
გამოყენებით.'' - აღნიშნულია ბაღდავაძის წერილში.
როგორც რუკაზეც ჩანს, საწარმოდან ძალიან ახლოს ორი მეცხოველეობის
ფერმაა.
კერძოდ, ნაკვეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით ფუნქციონირებს მეცხოველეობის
ფერმა შპს ,,ახალი ფერმა". მანძილი საკადასტრო საზღვრებს შორის
შეადგენს 240 მეტრს.
ნაკვეთის სამხრეთ-დასავლეთით განთავსებულია შპს ,,ფემილ ფარმ", ასევე
მეცხოველეობის ფერმა. საკადასტრო საზღვრებს შორის მანძილი ტოლია 450
მეტრის.
ორივე ფერმის საკონტროლო პაკეტს რუსეთის მოქალაქე ფლობს.
ბაღდავაძე ირწმუნება, რომ ჰაერში გაფრქვეული მავნე ნივთიერებების
კონცენტრაცია ზღვრულ დასაშვებ კონცენტრაციას არ გადააჭარბებს:
,,წარმოდგენილი გათვლების შედეგების ანალიზი გვიჩვენებს, რომ
წარმოების პროცესში ჰაერში გაფრქვეული მავნე ნივთიერებების
კონცენტრაცია უახლოეს მესაქონლეობის ფერმის საკადასტრო საზღვართან არ
გადააჭარბებს მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციას.''
- აღნიშნავს იგი.
ტერიტორიის ჩრდილო-აღმოსავლეთით ფუნქციონირებს სამშენებლო ინერტული
მასალების გადამამუშავებელი საწარმო, შპს ,,ვიქტორია"(67.08.40.023),
საკადასტრო საზღვრებს შორის მანძილი შეადგენს 170 მეტრს,
სტატიის გამოყენების პირობები