ახალი ამბები
ქალაქ კასპში კიდევ ერთი ცემენტის ცეხის ამუშავება იგეგმება
კასპის ელექტროაპარატის ქარხნის შენობაში ცემენტის წარმოების განახლებას ითხოვენ. გარემოს ეროვნულ სააგენტოს წერილობით ინდმეწარმე დავით სტეფნაძემ მიმართა.

სააგენტოს ცნობით, საწარმოს ცემენტის წარმოების ნებართვა ჯერ კიდევ 2022 წელს შეუჩერეს. ამჯერად, სამუშაოების განახლებაზეა საუბარი.

ინდმეწარმის განცხადების მიხედვით, ცემენტის საწარმოში განთავსებულია 3 ტ/სთ წარმადობის ბურთულებიანი წისქვილი, რომელიც უზრუნველყოფს წელიწადში 6240 ტონა, 300 და 400 მარკის ცემენტის წარმოებას.

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ განცხადება წარმოებაში მიიღო, ხოლო ინდმეწარმეს გარემოზე ზემოქმედების შეფასების წარდგენა მოსთხოვა.

როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, სტალინის #4-ში მდებარე საწარმოს უახლოეს საცხოვრებელი სახლთან 180 მ აშორებს. როგორ დაიცავს მოქალაქეების უფლებებს, ამის შესახებ ინფორმაცია ინდმეწარმემ გზშ-ს დოკუმენტში უნდა ასახოს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები