ახალი ამბები
ჩხუბი ქალაქის ცენტრში - პოლიციამ ელექტროშოკი გამოიყენა
გორის ცენტრში, სპორტსკოლასა და სპორტკაფეს შორის გამართული ახალგაზრდების ჩხუბის აღსაკვეთად, პოლიციამ ელექტროშოკის აპარატი გამოიყენა.

აღნიშნული ხელსაწყო საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტის თვალწინ დაკეცა. დაკეცვის დროს აპარატს ასფალტზე ურტყამდა.

,,ყველაფერი მორჩა" - გვითხრეს პოლიციელებმა.

რამდენიმე ახალგაზრდა მანქანაში ჩასვეს.

მობიზილებული იყო პატრულის 6 ეკიპაჟი და კრიმინალური პოლიციის 4 პიკაპი. მანამდე, ქალაქის ცენტრი სპორტსკოლასთან მიმავალი პოლიციის მანქანების სირენების ხმაურმა მოიცვა.

ადგილზე სასწრაფო სამედიცინო ცენტრის მანქანაც იმყოფებოდა, თუმცა საავადმყოფოში არავის გადაყვანა დაჭირდათ.

შს სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, ელექტროშოკი არავის მიმართ გამოუყენებიათ, ხოლო აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 239-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც ხულიგნობას გულისხმობს.







Print

სტატიის გამოყენების პირობები