ახალი ამბები
სპეცოპერაცია რესტორანში- რას ამბობს რესტორნის ადმინისტრაცია?
რესტორნის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ დაკავება არ მომხდარა რესტორნის თანამშრომლისთვის ფულის გადაცემის ფაქტზე:

„ამ საქმესთან ჩვენ არანაირი შეხება არ გვაქვს. როგორც ჩვენც გადმოცემით გავიგეთ, რესტორანში ერთმანეთს ორი ჯგუფი შეხვდა და მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩვენს თანამშრომელს ვინმემ ფული გადასცა, არ შეესაბამება სინამდვილეს. რესტორანი უბრალოდ მათი შეხვედრის ადგილი იყო,“ — განუცხადეს „ქართლის ამბებს“.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სპეცოპერაცია ჩაატარეს. დაკავებულია ორი პირი — სავარაუდოდ, მეზობელი ქვეყნის მოქალაქეები. უწყებას ამ ეტაპზე განცხადება არ გაუვრცელებია.

რესტორან „ჩინებულში“ რამდენიმე წლის წინაც მოხდა მსგავსი ფორმით დაკავება, როდესაც თაღლითობის ბრალდებით ასევე რესტორნის სტუმარი დააკავეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები