ბიზნესმენი და ხაშურის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი, ვალერი გელაშვილი
აცხადებს, რომ 5 მაისს, თეა წულუკიანის საგამოძიებო კომისიის
სხდომაზე, ისაუბრებს როგორც წინა, ასევე მოქმედი ხელისუფლებების
შესახებ.
"არავის ჰქონდეს ილუზია, რომ რომელიმე მხარეს წარმოვადგენ. ხვალ,
პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე ვაპირებ ვისაუბრო გულწრფელად
იმაზე, რაც წინა თუ მოქმედი ხელისუფლებების დროს ხდებოდა და ხდება. მე
ყოველთვის ვიყავი სიმართლის მხარეს და ვაპირებ ასე განვაგრძო
ცხოვრება." - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც მის მიერ დაფუძნებული
ტელევიზია ,,ივერია'' ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ ქართული ოცნების პარლამენტში, თეა წულუკიანის
დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნა, რომლის მიზანიც 2003-2012
წლებში მაშინდელი მაღალი თანამდებობის პირების საქმიანობისა და
გადაწყვეტილებების შესწავლაა.
სტატიის გამოყენების პირობები