ქარელის მუნიციპალიტეტში ბრეძა-ატოცის 6 კილომეტრიან და ქვემო
შაქშაქეთი-ფცა-თამარაშენის 7 კილომეტრიან მონაკვეთებზე გზების
მოასფატლების სამუშაოები მიმდინარეობს.
ინფორმაცია შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ქარელის
მუნიციპალიტეტიდან მიაწოდეს.
მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის ინფორმაციით, სამუშაოებისთვის
თანხა საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან
გამოიყო და 3 496 505 ლარი შეადგინა.
საქართველოს მთავრობამ სოფლებამდე მისასვლელი გზების რეაბილიტაციის
გადაწყვეტილება 2016 წლის 4 თებერვალს მიიღო. სამუშაოები 22 მარტს
დაიწყო და 30 ივნისს დასრულდება.
სტატიის გამოყენების პირობები