ახალი ამბები
ჰოსპიტალში, 75-დღიანი მკურნალობის შემდეგ დაიღუპა ქალი
,,გორის მაცნეს" ცნობით, ჰოსპიტალში, 75-დღიანი მკურნალობის შემდეგ დაიღუპა ქალი, რომელსაც გორში, ვერხვების უბანში ავტომანქანა დაეჯახა.

,, ჩატარებული ნეიროქირურგიული ოპერაციის შემდგომ, მკურნალობა რეანიმაციულ განყოფილებაში უტარდებოდა, თუმცა, 75-დღიანი ინტენსიური მკურნალობის მიუხედავად, პაციენტი გარდაიცვალა." - ვკითხულობთ ცნობაში.

მომხდარზე დაკავებულია ერთი პირი. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები