კასპი - მეფისქალაქის გზის რეაბილიტაციისთვის ტენდერი მეორედ
გამოცხადდა. გზის შეკეთების სურვილს გორის ყოფილი მაჟორიტარი
დეპუტატის, იოსებ მაკრახიძის კომპანია ,,იბოლია" გამოთქვამს. გზის
გაკეთებას კი ელოდება კასპის მრავალი სოფლის: მეტეხის, ნიაბის,
ბორტას, მეფისქალაქის, ჩოჩეთის, ბარნაბიანთკარის, სასირეთის,
თელიანის, გრაკლისა და დოესის მოსახლეობა.
გუშინ, 5 მაისს, საგზაო დეპარტამენტში ,,იბოლიას" დოკუმენტაცია
განიხილეს. ოქმის მიხედვით, ,,იბოლიამ" ვერ დააკმაყოფილა მოთხოვნები.
ამიტომ, 3 დღის ვადაში მისი გამოსწორება დაავალეს.
კომისიამ შემდეგი მონაცემები დაიწუნა:
ანალოგიური გამოცდილების ნაწილში, საკმარისი არ აღმოჩნდა ის
სამუშაოები, რომლებიც ,,იბოლიამ" ბოლო წლებში ჩაატარა ატენი-ბოშურის
გზაზე; წინარეხი - ქვათახევის გზაზე და კავთისხევი-ზაჰესის გზაზე.
მათი ჯამური თანხა ვერ მისწვდა სატენდერო პირობებით დადგენილ თანხას.
,,იბოლიამ" უნდა წარადგინოს წარმატებით შესრულებული, მსხვილბიუჯეტიანი
სხვა პროექტიც.
,,იბოლიამ" ტენდერში გასამარჯვებლად, სამივე რაუნდში, ჯამურად 2 მლნ
ლარი დააკლო. 16.7 მლნ ლარიდან 14.5 მლნ ლარზე ჩამოვიდა. კომისიამ
მოითხოვა ხარჯთაღრიცხვა, თუ როგორ მოხერხდება ამ თანხაში თითქმის 11
კმ-იანი გზის გაკეთება.
საგზაო დეპარტამენტის კომისია 8 მაისის შემდეგ შეიკრიბება და
გადაწყდება ,,იბოლიას" საკითხი.
სტატიის გამოყენების პირობები