შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორი ლევან ხარაბაძე ქვემო ქართლის
გუბერნატორად დაინიშნა. მის ადგილზე კი სიმონ გულედანი
წარადგინეს.
სიმონ გულედანი გორის მერის მოვალეობას ასრულებდა.
ერთ დღეში გორში რამდენიმე საკადრო კომბინაცია განხორციელდა.
კერძოდ, 5 მაისს სიმონ გულედანი გადადგა გორის მერის მოვალეობის
შეამრულებლობიდან და პირველი მოადგილეობიდან; იმავე დღეს მის ნაცლად
მერის მოვალეობის შემსრულებელი ერთი დღით გახდა თამაზ შიოშვილი,
რომელმაც დანიშნა ახალი პირველი მოადგილე კოტე ბუზალაძე; კოტე
ბუზალაძე იმავე დღეს ავტომატურად გახდა მერის მოვალეობის
შემსრულებელი. თამაზ შიოშვილმა კი, იმავე დღეს, მერის მეორე მოადგილის
პოსტზე გადაინაცვლა. სიმონ გულედანი კი გუბერნატორად დანიშნეს.
სტატიის გამოყენების პირობები