ახალი ამბები
ჩინეთი, ირანი, რუსეთი - ტოპ 3 ქვეყანა, საიდანაც ყველაზე მეტი ტურისტი სტალინის მუზეუმს სტუმრობს
მუზეუმის ადმინისტრაციაში გვითხრეს, რომ 2025 წლის მარტში ყველაზე მეტი ტურისტი მუზეუმს ირანიდან ესტუმრა, აპრილში კი, რაოდენობის მიხედვით, ჩინეთისა და რუსეთის მოქალაქეები გაუტოლდნენ. უფრო ადრე, სეზონის დაწყებამდე, თებერვალში ჩინეთი ლიდერობდა.

✔ იანვარში - რუსეთი ლიდერობდა
✔თებერვალში - ჩინეთი ლიდერობდა
✔ მარტში - ირანი ლიდერობდა
✔ აპრილში - /ჩინეთი და რუსეთი/

მუზეუმის ფოიეში შეხვდებით არა მარტო ტოპ-სამეული ქვეყნის წარმომადგენლებს, არამედ აზიის სხვა ქვეყნებიდან ჩამოსულ სტუმრებსაც:

წელს იანვრიდან - მაისამდე სტალინის მუზეუმს სულ 28 059 უცხოელი ტურისტი ესტუმრა. ეს საკმაოდ მცირე რაოდენობაა ქვეყანაში შემოსულ ვიზიტორებს შორის.

ქვეყანაში კი, პირველ კვარტალში, 970 500 არარეზიდენტი ვიზიტორია შემოსული. საქსტატმაც აღნიშნა, რომ იანვარ-მარტში, ისინი ისე განაწილდნენ ქვეყნის მასშტაბით, რომ შიდა ქართლი ერთ-ერთ ბოლო ადგილზე აღმოჩნდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები