შიდა ქართლში 188 900 აშშ დოლარის ოდენობის ყალბი 100-დოლარიანები ამოიღეს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ეს ის ყალბი
100-დოლარიანი კუპიურებია, რომელიც შიდა ქართლში ამოიღეს, ხოლო
ბრალდებულები რესტორან ,,ჩინებულში" დააკავეს.
,,ბრალდებულებმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, შიდა
ქართლის რეგიონში, გაასაღეს საერთო ჯამში 188 900 აშშ დოლარის
ოდენობის 1 889 ცალი ყალბი 100 დოლარიანი კუპიურა. საგამოძიებო
მოქმედებების შედეგად, ყალბი კუპიურები სრულად იქნა ამოღებული."-
ვკითხულობთ განცხადებაში.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე
მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების
აღკვეთას 7-დან 10-წლამდე ვადით
სტატიის გამოყენების პირობები