ახალი ამბები
სოფელ ღვლევში სკვერის გაკეთებას თანხა არ ეყო
მოვინახულეთ 2024 წლის ინფრასტრუქტურული პროექტი ქარელის სოფელ ღვლევში, რაზეც მერიის თანამონაწილეობით, 20 000 ლარამდე დაიხარჯა.

,,შარშან 2024 წელს დაიწყეს, როგორც გვითხრეს, თანხა არ იყო საკმარისი" - აღნიშნავენ სოფელში.

ქარელის მერიის ცნობით, სკვერის გაკეთება შარშან სოფლის 40-მდე მცხოვრებმა მოითხოვა. წელს კი, იმავე რაოდენობით, - არსებული სკვერის რეაბილიტაცია.

,,კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებით, 2025 წლის თანხით, მოხდეს არსებული სკვერის რეაბილიტაცია" - ვკითხულობთ 2025 წლის კრების ოქმში.

სოფლის პროგრამით, თითო სოფელზე გამოყოფილია 10 000 - დან 16 000 ლარამდე თანხა, წელიწადში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები