ახალი ამბები
წინარეხში ხიდი 3 თვეში უნდა აშენებულიყო - ვადა კიდევ 3 თვით გაახანგრძლივეს
ასე გამოიყურება ის ადგილი, სადაც მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსის, რევაზე ჯაველიძის დაფუძნებული კომპანია ,,ინფრაკონი" გადასასვლელ ხიდს აშენებს.

1 მლნ-იანი გადასასვლელი ხიდი მზად 2025 წლის აპრილში უნდა ყოფილიყო. სამუშაოები 2024 წლის დეკემბერში დაიწყო.

კომპანიის დირექტორმა კასპის მერიას აცნობა, რომ ვერ მოასწრო მუშაობის დამთავრება. ამიტომ მან ვადის გადაწევა მოითხოვა 3 თვით - 17 ივნისამდე.

მერიამ მოთხოვნა დააკმაყოფილა.

სახიდე გადასასვლელი გასულ წელს მდინარე კავთურას ადიდების შედეგად დაზიანდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები