ახალი ამბები
101 წლის შალვა გოჩიტაშვილი - მეორე მსოფლიო ვეტერანი გარიყულადან
კასპის სოფელ გარიყულაში, II მსოფლიო ომის ვეტერანი, 101 წლის შალვა გოჩიტაშვილი ცხოვრობს. ის ომში 17 წლის წაიყვანეს და უკრაინის ფრონტზე იბრძოდა.

,,17 წლის წამიყვანეს ომში, ამ სოფლიდან სამნი წავედით. აღარც ერთია ცოცხალი. წამიყვანეს ჯერ ნოვოროსიისკში, მერე ოდესაში. იყო ძალიან დიდი გაჭირვება, შიმშილი, უპატრონობაც იყო. რამდენიმე ადგილი შევიცვალე"

,,როცა წამიყვანეს ომში, მეცხრე კლასში ვიყავი, კარგად ვსწავლობდი, პიონერთა ბანაკშიც კი ვყავდი, სპორტულ შეჯიბრზეც ვარ ნამყოფი, გორში, გავიმარჯვე კიდეც იქ.. მერე ომშიც დაიწყო და წამიყვანეს" - იხსენებს შალვა გოჩიტაშვილი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები