ახალი ამბები
გორის უნივერსიტეტში ჟან მონეს სახელობის კათედრა გაიხსნა
გორის უნივერსიტეტში ევროკავშირის ერთ-ერთი დამფუძნებლის, ჟან მონეს სახელობის კათედრა გაიხსნა.

კათედრა იფუნქციონირებს 2027 წლის აგვისტომდე. პროექტი განხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. ის დამტკიცდა ჯერ კიდევ გასულ წელს, 2024 წლის სექტემბერში.

კათედრის ხელმძღვანელმა ეკატერინე ქარდავამ პირველი შეხვედრა 2025 წლის აპრილში გამართა.

,,კათედრის ამოცანებია: ევროპული სწავლების გაძლიერება; ევროკავშირის შესახებ სწავლება როგორც უნივერსიტეტში, ასევე, უნივერსიტეტის გარეთ. ევროპული ფასეულობების გაძლიერება.'' - ვკითხულობთ უნივერსიტეტის განაცხადში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები