კარალეთში ქარსაფარი ზოლის დაზიანების გამო მეწარმეს 46 288 ლარი დაეკისრა
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, კარალეთში,
გაანადგურეს 4 891 კვ.მ ქარსაფარი ზოლი. საგამოძიებო სამსახურს
დარღვევის შესახებ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ აცნობა:
,,ტერიტორიაზე უკანონოდ მოჭრილი და ამოძირკვული იყო ქარსაფარი ზოლის
ხე-მცენარეები, ტექნიკის საშუალებით ტერიტორიაზე მოსუფთავებული იყო
მიწა. მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის
ეროვნული სააგენტოს მიერ გამოვლენილი დარღვევების საფუძველზე,
მასალები გადაეგზავნა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს და
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს.'' - აღნიშნულია
განცხადებაში.
სამართალდამრღვევ პირს დაეკისრა 46 288 ლარის ოდენობით გარემოსთვის
მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
პარალალურად, ფიზიკურმა პირმა მიმართა გორის სასამართლოს მიწის ფართის
დაკანონების შესახებ, თუმცა სააგენტოს ცნობით, ფიზიკური პირის სარჩელი
საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე არ დაკმაყოფილდა
სტატიის გამოყენების პირობები