ახალი ამბები
სოფელ თამარაშენში 3 წელია ჭაბურღილებს აკეთებენ
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარაშენში 3 წელია ჭაბურღილებს აკეთებენ.

გაკეთდა ჯერ ერთი, შემდეგ მეორე ჭაბურღილი, თუმცა წყალი არ ამივიდა. ტენდერი ორჯერ გამოცხადდა. იმუშავა ორმა კომპანიამ - ,,თექჰაივეიმ" და ,,ლომსია 2023"-მა.

მას შემდეგ, რაც ორ ახალაშენებულ ჭაბურღილს მიწა მიაყარეს და დალუქეს, ,,ლომსია 2023"-ის წარმომადგენლებმა შემთხვევით აღმოაჩინეს წყლით სავსე, მივიწყებული, კომუნისტების გაკეთებული ჭაბურღილი.

,,ჩვენ გავთხარეთ ჭაბურღილი იმ ადგილიდან 3 კმ მოშორებით, რომელზეც წინა კომპანია მუშაობდა და წყალი არ ამოვიდა. არც ჩვენს გაკეთებულ ჭაბურღილში ამოვიდა წყალი. დავლუქეთ ისიც. ბოლოს შემთხვევით აღმოვაჩინეთ სისტემა, რომელიც კომუნისტების დროს ყოფილა გაკეთებული. ვნახეთ, შევამოწმეთ და წყალი არის. ვაცნობეთ ქარელის მერიას, ეს ამბავი მათთვისაც მოულოდნელობა იყო. ფაქტობრივად, გადავარჩინეთ სოფელი უწყლობას, ასე გამოდის. ახლა ვმუშაობთ იმაზე, რომ ამ ძველი ჭაბურღილის წყალი უსაფრთხოდ მივაწოდოთ მოსახლეოას. ის, რომ წყალი არ ამოდის მიწის გაბურღვის დროს, ეს ხდება ხოლმე. ჭაბურღილთან მუშაობა მარტივი არ არის."-გვითხრა ,,ლომსია 2023"-ის წარმომადგენელმა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები