ირაკლი ოქრუაშვილი სასამართლოს დარბაზში დააკავეს.
,,ქართული ოცნების'' პარლამენტში შექმნილი საგამოძიებო კომისიის
სხდომაზე გამოუცხადებლობის საქმეზე მას გირაო ჰქონდა შეფარდებული.
მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების სახით დაკისრებული 20 000 ლარიანი
გირაო პატიმრობით შეუცვალა.
ყოფილი გენპროკურორის პატიმრობა პროკურორმა მოითხოვა. შუამდგომლობა
მოსამართლე ნინო თარაშვილმა დააკმაყოფილა
ირაკლი ოქრუაშვილი საგამოძიებო კომისიაზე ახსნა-განმარტების მისაცემად
26 მარტს დაიბარეს, სადაც მან მისვლაზე უარი განაცხადა, რის შემდეგაც,
თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩვენების მისაცემად დაიბარეს, მან
საგამოძიებო უწყების კითხვებს მაგისტრატი მოსამართლის წინაშე უპასუხა
სტატიის გამოყენების პირობები