ახალი ამბები
რატომ ფრიალებს გორისციხეზე 4 დროშა?
გორის ისტორიის ორტომეულის ავტორი, ისტორიკოსი ელდარ მამისთვალიშვილი აღნიშნავს, რომ სერიოზული დაფიქრებაა საჭირო, როდესაც ქვეყნის წარსულის გაცოცხლება გვინდა.

,,გორელი ვარ. ამ ქალაქში დავიბადე, აღვიზარდე და დავბერდი. ამ ქალაქის სიყვარულმა დამაწერინა მისი ისტორიის ორი ტომი. თითქმის ყველაფერი ვიცი რაც მის წარსულთანაა დაკავშირებული. რამდენიმე წლის წინათ ჩვენი ქალაქის ციტადელზე აღიმართა ოთხი საქართველოს ხუთჯვრიანი დროშა. დღემდე ვერ ვხვდებოდი და ვერც ვბედავდი ვინმესთვის მეკითხა, რა მოვლენას ეძღვნებოდა ისინი, ვაითუ დამცინონ, როგორ ეგ არ იციო. ქალაქის ძველ ისტორიაში ვერაფერი მოვჩხრიკე. ამიტომ მეგონა თანამედროვეობას ეძღვნებოდა. ჩავიჭერი. მოულოდნელად გუგლში ვნახე განცხადება, საიდანაც გავიგე, რომ თურმე სახელგანთქმული დონ ქრისტოფორო დე კასტელის მიერ 1633 წლის დახატული გორი და მისი ციხე გახდა თანამედროვე გორში დროშების აღმართვის საფუძველი.''

,,დამოუკიდებლი საქართველოს ქალაქის - გორის ხელისუფლების განცხადებაში ვკითხულობთ: „კასტელის ნახატზე გამოსახული ოთხი დროშის (რატომ ოთხის? ნახატზე სამი დროშაა_ე.მ.) აღმართვის იდეა გასულ წელს, შიდა ქართლის გუბერნატორსა და საზოგადოების წარმომადგენლებს შორის გამართულ შეხვედრაზე გაჟღერდა. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან შესაბამისი კონსულტაციებისა და ნებართვის საფუძველზე, გორის ციხეზე ოთხი სახელმწიფო დროშა აღიმართა“. მგონია, სერიოზული დაფიქრებაა სჭირო, როდესაც ჩვენი ქვეყნის წარსულის გაცოცხლება გვინდა!'' - წერს ელდარ მამისთვალიშვილი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები