კასპის საკრებულოს ცნობით, წინარეხის სტადიონი კულტურული მემკვიდრეობის ზონაშია მოქცეული
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ წინარეხში მოსახლეობას სკვერის და
სტადიონის რეაბილიტაციაზე უარი იმ მიზეზით უთხრეს, რომ სოფელი
მთლიანად კულტურული მემკვიდრეობის ზონაშია მოქცეული.
,,რამდენჯერმე დააყენა საკითხი ჩვენმა მერმა კულტურული მემკვიდრეობის
სააგენტოს წინაშე, რომ სტადიონი გადმოგვცემოდა მერიას. არის ეს
მიწერ-მოწერები. ჩვენ არ გვაქვს უფლება შევეხოთ დაცულ ზონას"-
განუცხადა წინარეხელებს სოფლის კრებაზე საკრებულოს თავმჯდომარემ.
წინარეხი ძველი სოფელია, სადაც შემორჩენილია წინა საუკუნეებში
აშენებული სახლები. დასახლება კავთურის ხეობაში - ქვათახევის გზაზე
მდებარეობს. მოსახლეობამ აღნიშნა, რომ ზაფხულის პერიოდში უამრავი
დამსვენებელი ჩამოდის და სოფელში დასასვენებელი სივრცე არ არის.
ამასთანავე, სოფლის გარშემო კირ-ქვის საბადოების ფართობები
გაზარდეს.
დაცული ზონის სიახლოვეს მთები იჯარითა გაცემული, სადაც ცემენტის
საწარმოებლად, წიაღისეულის მოპოვება მიმდინარეობს
სტატიის გამოყენების პირობები