ახალი ამბები
ოსიაურში გაჩერებული მანქანის მძღოლი დააჯარიმეს


ხაშურის სოფელ ოსიაურში, გალფის ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, პატრულის თანამშრომლებმა ავტომანქანის მძღოლს ალკოტესტის ჩატარება მოსთხოვეს. მძღოლს სიმთვრალე დაუდგინდა - 1.72 პრომილე (ნორმა - 0.7 პრომილე). ჩამოართვეს მართვის მოწმობა 1 წლის ვადით. 

როგორც ადვოკატი ირინე ფერაძე აცხადებს, მძღოლს მანქანაში ეძინა, თუმცა ოქმში აღნიშნულია, რომ ავტომანქანა მოძრაობდა. ,,მეგობრები ისხდნენ მანქანაში. მანქანაში დალიეს და მანდვე დაიძინეს. მივიდნენ პატრულის თანამშრომლები და გააღვიძეს'' - გვიყვება ადვოკატი.

კამერის ჩანაწერების წარდგენის შემდეგ, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში საჯარიმო ოქმი ძალადაკარგულად გამოაცხადეს, რადგან დარწმუნდნენ, რომ პატრულის თანამშრომლებს მძღოლი არ შეუმოწმებიათ მოძრაობის დროს.ადვოკატის დახმარებით, ამოიღეს სათვალთვალო კამერის ჩანაწერები, სადაც ჩანს, რომ ავტომანქანა გალფის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩერდა 23:45 სთ-ზე. პატრული კი გაჩერებულ მანქანას უახლოვდება 02:14 სთ-ზე - თითქმის 2.5 საათის შემდეგ. საჯარიმო ოქმი ადვოკატმა გაასაჩივრა.


Print

სტატიის გამოყენების პირობები