"სიწითლე დაზიანების ობიექტური ნიშანი არ არის" სამედიცინო ექპსერტი ირაკლი დგებუაძეზე
"ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის
მორიგ, დღევანდელ პროცესზე, ბრალდების მხარის მოწმეს, სამედიცინო
ექსპერტს გივი ჩხარტიშვილს პროკურორმა ჰკითხა, თუ რა დაზიანებები
აღენიშნებოდა ვიზუალურად პოლიციის უფროსს ირაკლი დგებუაძეს, რომელიც
დაკითხვის დროს აღნიშნავდა, რომ სილის გაწვნის დროს სიწითლე
აღენიშნებოდა.
,,იმ დროს აღენიშნებოდა თუ არა სიწითლე? მართალი გითხრათ არ მახსოვს,
რომც ყოფილიყო არა მგონია, მიმეთითა დასკვნაში, რადგანაც უშალოდ
სიწითლე არ არის ობიექტური დაზიანების ნიშანი. მე მხოლოდ ვაფასებ
დაზიანების ობიექტურ ნიშნებს, სიწითლე რახან არ არის დაზიანების
ობიექტური ნიშანი, შესაბამისად, ის ჩემი შეფასების საგანი არ არის" -
განაცხადა ექსპერტმა გივი ჩხარტიშვილმა
"სიწითლე დაზიანების ობიექტური ნიშანი არ არის, შესაბამისად, ეს არ
არის ჩემი შეფასების საგანი. ჩემი შეფასების საგანი არის უშუალოდ
დაზიანების ობიექტური ნიშნების შეფასება. ამ კონკრეტულ შემთხვევაში,
რადგან აღნიშნულ პიროვნებას არ ჰქონდა დაზიანების რაიმე ობიექტური
ნიშანი, გაიცა შესაბამისი დასკვნა.
სტატიის გამოყენების პირობები