ახალი ამბები
"ინტერნატის უბნის" სოციალურად დაუცველ მოსახლეობას შესაძლო გასახლება ემუქრება
ამის შესახებ იმ პროექტში წერია, რომელის ტანას ხეობის განვითარებისთვის შეიქმნა. პროექტის მიხედვით, ინტერნატის შენობა გადაიქცევა ეკო-ბანაკად, მის გვერდით დანგრეული შენობა - კვების ობიექტად; კიდევ ერთი დანგრეული შენობა - ტურისტულ ცენტრად.

დოკუმენტში ვკითხულობთ:

„ინტერნატის დასახლება“ წარმოადგენს სხვადასხვა დანიშნულების შენობათა კლასტერს. სასურველია, მას დაუბრუნდეს პირველადი საგანმანათლებლო-შემეცნებითი და სპორტულ-გამაჯანსაღებელი ფუნქცია (სპორტული ზონა).

განთავსებასაც.ტერიტორიის მასშტაბურობიდან გამომდინარე, საპროექტო ჯგუფიც აქვე განიხილავს ტანას ხეობის კულტურულ-ლანდშაფტური პარკის საინფორმაციო-საგამოფენო და საგანმანათლებლო ვიზიტორთა ცენტრის განთავსებასაც.

დასავენებელ და ადგილობრივი პროდუქციის საპრომოციო სივრცეებს (მცირე ზომის ჯიხურები). თავის თავში გააერთიანებს მულტიფუნქციურ ტურისტულ-საინფორმაციო ცენტრ(ებ)ს, სხვადასხვა ტიპის კულტურულ-დასავენებელ და ადგილობრივი პროდუქციის საპრომოციო სივრცეებს (მცირე ზომის ჯიხურები).

პანსიონატის შენობას, საზაფხულო შემეცნებით-გასართობი ეკო-ბანაკის მოწყობის შემთხვევაში, შეეძლება მიიღოს მოსწავლეების როგორც ლოკალური, ასევე საერთაშორისო ჯგუფები.

გარდა ამისა, გათვალისწინებულია კვების ობიექტის გაჩენა, რაც გააძლიერებს ზემოთ აღნიშნულ ფუნქციურ დატვირთვას.

„ინტერნატის უბნის“ განვითარება მნიშვნელოვნად გაზრდის ტანას ხეობის და მისი ღირსშესანიშნაობების ცნობადობას საერთაშორისო ბაზარზე. '' - ვკითხულობთ დოკუმენტში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები