ახალი ამბები
დევნილთა სააგენტომ ცხინვალიდან დევნილ ოჯახს ბინით უზრუნველყოფაზე უარი განუცხადა
გაუქმდა სააგენტოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, ოჯახს გრძელვადიანი ბინით დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა იმ მოტივით, რომ სხვის სახლში ცხოვრობს და იქიდან გასახლება არ ემუქრება.

,,სხვის საკუთრებაში არსებული ფართით დროებით სარგებლობის შესაძლებლობა არ გულისხმობს ამ საცხოვრებელში ცხოვრების შეუზღუდავ შესაძლებლობას და არ ათავისუფლებს სახელმწიფოს მოცემულ ეტაპზე დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ვალდებულებისაგან.'' - წერია უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 1-ელი აპრილის გადაწყვეტილებაში.

სასამართლომ ასევე ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სახელმწიფომ არ გაითვალისწინა შშმ პირების საჭიროებაც: ,,ადმინისტრაციულ ორგანო ვალდებული იყო გაეთვალისწინებინა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის განსაკუთრებული საჭიროებები, რაც მოცემულ შემთხვევაში არ იქნა მხედველობაში მიღებული.'' - აღნიშნულია გადაწყვეტილებაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები