ახალი ამბები
გორის სადგურის დასახლებას კანალიზაციის გარეშე დარჩენა ემუქრება
მერიის წყლის სამმართველოს ხელმძღვანელი, ბონდო მარუაშვილი იტყობინება, რომ ტუმბოს ნაწილები ევროპიდან ვერ ჩამოაქვთ.

,,იტალიიდან ტრანსპორტირება ვერ ხერხდება. სხვა ნაწილები არ არის მორგებული ჩვენს საწარმოზე. ამიტომ, ხელახლა გთხოვთ, რომ მოგვცეთ გადაუდებელი საჭიროებიდან გამომდინარე შესყიდვის უფლება"- აღნიშნულია ბონდო მარუაშვილის წერილში.

როგორც მისი წერილიდან ირკვევა, ტუმბოს ჩამოტანა იტალიიდან 2025 წლის თებერვალში იგეგმებოდა, თუმცა, ვერ მოახერხეს ტრანსპორტირება.  ბონდო მარუაშვილის ცნობით,  ამჯერად, საქართველოში მიაგნეს კომპანიას, რომელსაც მსგავსი ნაწილი მარაგში აღმოაჩნდა.

გორში, ბიოგადამამუშავებელი საწარმო ევროკავშირის დახმარებით აშენდა. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, ქვეყანამ აიღო ვალდებულება, რომ ფეკალური მასები მდინარეში გაწმენდის გარეშე აღარ ჩაიღვაროს. აღნიშნულ საწარმოში, ბიომასის გადამუშავების შემდეგ, იღებენ სასუქს და ტექნიკურ წყალს, რომელიც სასარგებლოა სასოფლო სამეურნეო საქმიანობისთვის.
Print

სტატიის გამოყენების პირობები