ხაშურის მოსახლეობა იეაჰოვას მოწმეთა დარბაზის მშენებლობას აპროტესტებს
ხაშურის საკრებულოში შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა დაასკვნა, რომ
რუსთაველის ქუჩაზე ,,იეჰოვას მოწმეთა ქრიატიანული კავშირისთვის"
დარბაზის მშენებლობის ნებართვის გაცემა საფრთხეს წარმოადგენს
მოსახლეობისთვის და მოსწავლეებისთვის. ჯგუფმა რეკომენდაცია მერს უკვე
გაუგზავნა.
მთავარ საფრთხედ, ტვ ივერიის მიერ გავრცელებული კადრებით, ჯგუფის
წევრები მანქანების რაოდენობას მიიჩნევენ: ,,აი, 400-კაციანი ქორწილი
ხომ გინახავთ, ეგრე არიან ხოლმე მანქანები"- ამბობს კადრებში ერთ-ერთი
ადგილობრივი.
სამუშაო ჯგუფში არავის გასჩენია კითხვა იმის შესახებ, რომ ქალაქში
პარკირების სისტემას მერია ადგენს, ხოლო მის შესრულებაზე
პასუხუსმგებელია საპატრულო პოლიცია.
საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე კი სოციალურ ქსელში ეპარქიის
მღვდლების ჩართვებიც გამოჩნდა, რომლებმაც გადაწყვეტილების მიმღებ
პირებს მიუწოდეს, რომ არ დაუშვან ქალაქში ,,იეჰოვას მოქმეთა" დარბაზის
მშენებლობის ნებართვის გაცემა.
სტატიის გამოყენების პირობები