ახალი ამბები
დაჯარიმდა მოქალაქე ავტობუსის მოსაცდელის მისაკუთრებისთვის
სასამართლომ შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის პროკურატურის პროკურორის, ნინო ზურაბაშვილის მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, დანაშაულის ნიშნები იკვეთება თაღლითობის ნაწილში, ხოლო დოკუმენტების გაყალბების კუთხით, ფაქტი არ იკვეთება. სასამართლოს აზრით, დანაშაულის ფაქტი გამოიკვეთა იმაში, რომ  აღიარების კომისიას დაუმალა მოსაცდელის დანიშნულების შესახებ.

პროკურორის ცნობით, ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში, მოქალაქემ საკუთრების უფლების აღიარების კომისია შეცდომაში შეიყვანა, რომლის დასკვნის საფუძველზეც საჯარო რეესტრმა მოქალაქეს ავტობუსების მოსაცდელი პირად საკუთრებაში დაურეგისტრირა. პიროვნება, ვის სახელზეც მოსაცდელი გააფორმეს, ასაკით 85 წლისაა. აღიარების კომისიაში მიმართვამდე, მოსაცდელში კოსმეტიკური სამუშაოები ჩაატარეს.

სასამართლო სხდომაზე სოფლის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ წინა დღეებში, მასთან ბრალდებულის შვილები მივიდნენ და სთხოვდნენ ცნობის გაცემას, სადაც მითითებული უნდა ყოფილიყო, რომ შენობა, წლების განმავლობაში, მათი მამის სარგებლობაში იყო.
Print

სტატიის გამოყენების პირობები