სიმონ ჩხაიძის გადაწყვეტილებით, გორელ ფოტოგრაფთა კლუბს გორის
სასამართლომ თავის დაცვის საშუალება არ მისცა.
მოსამართლე სიმონ ჩხაიძე წერს, რომ მოსამართლე კობა გოცირიძემ
არასწორად გამოიყენა მუხლები და არასწორად განმარტა ევროპული
სასამართლოს მაგალითიც კი.
როგორც ახალ გადაწყვეტილებაში წერია, სახელმწიფოს ყველაფერი უნდა
გაეკეთებინა იმისათვის, რომ მხარეს, გორის მერიის გადაწყვეტილების
შესახებ, სცოდნოდა და შესაგებლის წარდგენის საშუალება ჰქონებოდა.
,,თქვენ გგონიათ მე სარჩელი დავმალე? რას ლაპარაკობთ? არც კი გიცნობთ,
მერიის წარმომადგენელსაც პირველად ვხედავ...კარგით, რა!'' - ასე
ცხარობდა მოსამართლე კობა გოცირიძე მაშინ, როდესაც ადვოკატი ლექსო
მერებაშვილი და კლუბის ხელმძღვანელი ოთო გვრიტიშვილი უხსნიდნენ, რომ
მერიის სარჩელის შესახებ, მათთვის არავის უცნობებია.
ცნობისათვის, გორის მერია ფოტოგრაფთა კლუბს შენობიდან ასახლებს.
მერიამ, დაუყოვნებლივ გასახლების მოთხოვნით, სასამართლოს მიმართა.
სასამართლოს კურიერმა ფოტოგრაფთა კლუბს მხოლოდ იურიდიულ მისამართზე
მიაკითხა, სადაც არავინ დახვდათ. სარჩელში კი ფაქტობრივი მისამართებიც
იყო მითითებული, მათ შორის, ტელეფონის ნომერი, ლომჭაბუკის სკვერის
მისამართი და ა.შ. ეს დამოკიდებულება სააპელაციო სასამართლომ გორის
სასამართლოს შეცდომად ჩაუთვალა.
საქმეს ხელახლა განიხილავენ გორის სასამართლოში.
სტატიის გამოყენების პირობები