ახალი ამბები
მოზარდის გარდაცვალების ფაქტის გამოძიებაში ლუგარის ლაბორატორია ჩაერთო
ხაშურში 11-წლის მოზარდის გარდაცვალების, ასევე, მისი დედის სავარაუდო მოწამვლის ფაქტზე, ლუგარის ლაბორატორიაში საკვების ნიმუშები გადაიგზავნა.

როგორც დავით ჩიქოვანმა ,,ქართლის ამბებს" განუცხადა, ლუგარის ლაბორატორიამ საკვების ნიმუშების წარდგენაც მოითხოვა: ,,გუშინ გავაგზავნეთ ნაცხები პირღებინებიდან და კუჭიდან, შემდეგ მოითხოვეს საკვების ნიმუშებიც. დღეს უკვე ეს დამატებითი მასალები გავაგზავნეთ. ამ ეტაპზე, კვლავ უცნობია მომხდარის მიზეზი. ლუგარის ლაბორატორიიდან დასკვნას ველოდებით"

ჩვენს კითხვაზე, კონკრეტულად  საკვები ინტოქსიკაციის რა ნიშნები იკვეთება, ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი გვპასუხობს, რომ ბოტულიზმის გარდა, სხვა ბევრი მიმართულებითაც ტარდება კვლევა. მისი განმარტებით, ცალკე გამოძიება მუშაობს ცხედრის ექსპერტიზაზე.

თუ რა დიაგნოზი დაუსვეს ხაშურის საავადმყოფოში დედას, რომელიც მართვით სუნთქვაზე იმყოფება, მთავარი ექიმის განცხადებით - ,,მედიის საქმე არ არის!''






Print

სტატიის გამოყენების პირობები