ახალი ამბები
"მილიარდელი ქალის ვიზიტის" პრემიერა გორის თეატრში
სპექტაკლში, რომელშიც 19 მსახიობი მონაწილეობს, მთავარი გმირი მილიარდერი ქალია. ამ ეტაპზე უცნობია, ვინ ასრულებს როლს.

,,მილიარდერი ქალის ვიზიტის'' სცენარი სპეციალურად გორის თეატრისთვის ახალგაზრდა გორელმა რეჟისორმა, გიორგი თენაძემ დაწერა, ფრიდრიხ დიურენმატის ნაწარმოების ,,მოხუცი ქალის ვიზიტის'' მიხედვით.

თეატრის ადმინისტრაციამ პრემიერის სახელწოდების თავდაპირველი ვერსია შეამოკლა და საზოგადოებას წარუდგინა, როგორც ,,ვიზიტი''.

ფრიდრიხ დიურენმატის ნაწარმოების მიხედვით, ღარიბი ქალაქის მოსახლეობას იმედი აქვს, რომ მილიარდერი ქალი მათ ცხოვრებას გააუმჯობესებს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები