ქართული ტრადიციული სახელოსნოების შენობა, რომელიც ევროკავშირის
დაფინანსებით გორში აშენდა, 2025 წელს გაიხსნება.
ამის შესახებ 2025 წლის გორის ბიუჯეტის განმარტებით დოკუმენტში წერია,
თუმცა, - კონკრეტულად რომელ კვარტალში, ეს არ წერია.
შენობა აშენდა ევროკავშირის იმ საგრანტო პროექტით, რომელიც გორის
მერიამ 2017 წელს მოიგო. გრანტის მიზანი იყო ტურისტული
ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება მუნიციპალიტეტში.
ქართული ტრადიციული სახელოსნოების გარდა, ევროკავშირის პროექტით,
მერიამ სხვადასხვა ინფრასტრუქურული სამუშაოები ჩაატარა, კერძოდ, მოხდა
ძველი ხიდის აღდგენა, ლომჭაბუკის სკვერის რეაბილიტაცია, გორისციხის
გარშემო ბილიკების მოწყობა და ა.შ. ჯამში გრანტის ღირებულება 600 000
ევროს შეადგენდა.
სტატიის გამოყენების პირობები