ახალი ამბები
ხაშურში დედა-შვილის მოწამვლის ფაქტზე გამოძიება გრძელდება
ხაშურის ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, დავით ჩიქოვანის ცნობით, კვლავ უცნობია დედა-შვილის ინტოკსიკაციის მიზეზი, რა დროსაც მოზარდი დაიღუპა. დედა კი კვლავ მძიმე მდგომარეობაშია.

,,ლუგარიის ლაბორატორიიდან ამჯერად კვერცხის ნიმუშები მოითხოვეს. სიტუაცია არ შეცვლილა. ამ დილითაც გვქონდა ჩართვა დაავადების კონტროლის ცენტრთან ამ ფაქტზე. კვლევა გრძელდება" - გვითხრა დავით ჩიქოვანმა.

როგორც დავით ჩიქოვანმა მედიას განუცხადა, დედის კუჭიდან აღებულ მასალაში სალმონელას ნიშნები გამოიკვეთა, თუმცა ეს დაავადება არ იწვევს უეცარ სიკვდილს. ამიტომაც, კვლევა გრძელდება. ლუგარის ლაბორატორიაში თავდაპირველად გამოსაკვლევად გაგზავნეს აჯაფსანდალის და ძეხვის ნიმუშები. ამჯერად, გამოძიების მიერ ამოღებული კვერცხის ნიმუშები გაგზავნეს.

შეგახსენებთ, 4 ივნისს, დილით, სახლში მოზარდი გარდაცვლილი ნახეს, დედა კი მძიმე მდგომარეობაში, რომელიც ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები