თანამედროვე ცნობილი ქართველი მხატვრის, გორელი კახაბერ თოფჩიშვილის
მიერ შესრულებული 15 გრაფიკული ნახატი საქართველოს ხელოვნების
სასახლეში - კულტურის ისტორიის მუზეუმში იქნება დაცული.
,,საქმე გვაქვს უდიდესი მხატვრის მიერ შესრულებულ ხელოვნების
ნიმუშებთან'' - აღნიშნავენ ხელოვნების სასახლეში.
კულტურის ისტორიის მუზეუმში წარდგენილია ბოლო ხუთ წელიწადში
შესრულებული შემდეგი ნამუშევრები: ,„კოლხი მედეა“; „იასონი და
არგონავტები“; ,„მედეა და იასონი“, „წყლის მედეა“; „მკურნალი
მედეა“; ელისაბედ მეორე“; „პოსეიდონი“; ისიდა ოქროს
ფრთებით“ ,„დიონისე“; „სეზარია ევორა“ ,„ფლორენას ნაითგეილი“ და
ა.შ.
კახაბერ თოფჩიშვილი ქ. გორის ანა ფერაძის სახელობის სამხატვრო სკოლის
ხელმძღვანელია. 2020 წლიდან თანამშრომლობს ლიეტუვის სახელმწიფო
ზარაფხანასთან საკოლექციო მონეტების დიზაინერად, რომელიც მზადდება
დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს დაკვეთით. იგი წლების წინ
რომის ნატიფი ხელოვნების აკადემიაში პედაგოგად მუშაობდა. ასპირანტობის
დროს, აშშ-ში მსოფლიო ასპირანტთა კონკურსზე, მისი ნამუშევრები
შეისყიდა ჰარვარდისა და ზიმერლის უნივერსიტეტის მუზეუმებმა.
სტატიის გამოყენების პირობები