ახალი ამბები
ალექსანდრე ზაზარაშვილის კონცერტი გორში
27 ივნისს გორის თეატრის სცენაზე ალექსანდრე ზაზარაშვილის კონცერტი გაიმართება.

,,ჩემი ამერიკული ტური-კონცერტის ანალოგი დაიდგმება იმ ქალაქში და იმ სცენაზე, სადაც პირველად ავიდგი ფეხი. ნეტავ იცოდეთ, რას გიმზადებთ…!'' - ალექსანდრე ზაზარაშვილი.

ალექსანდრემ სიმღერა 3 წლის ასაკიდან დაიწყო. დაამთავრა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისის სამუსიკო სკოლა, სწავლა გააგრძელა გორში ვოკალის განხრით.  საერთაშორისო კონკურსზე ,,ოქროს მუზა'' გრან-პრის მფლობელი გახდა. მონაწილეობდა ესპანეთსა და ბულგარეთში გამართულ კონკურსებზე, საიდანაც ოქროს მედლებით დაბრუნდა. 2019 წელს უკრაინული ,,ვოისის'' გამარჯვებული გახდა. 2019 წელს, 12 წლის ასაკში გაემგზავრა ამერიკაში. 2021 წელს ამერიკული ,,ნიჭიერის'' გამარჯვებული გახდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები