,,ეს შენობა? მაგას ჩვენი სლავა შერაზადაშვილი აშენებს. მაგ შენობაში
ექნება ბიზნეს ცენტრი'' - გვითხრეს ადგილობრივებმა სოფელ
ძლევიჯვარში.
ქარელის მუნიციპალიტეტის ამ სოფელში ბიზნესმენი სლავა შერაზადაშვილი
ცხოვრობს. მის მამულს წინასაარჩევნო პერიოდში პირადად ესტუმრა პრემიერ
მინისტრი ირაკლი კობახიძე. სოფლის ყველა მხარეს გაშენებულია ხეხილისა
და ბოსტნეულის ბაღები.
შერაზადაშვილის კომპანიას, შპს “საბა კონსტრაქშენს”, 2013 წლიდან 2023
წლამდე, ,,აი ფაქტის'' ცნობით, სახელმწიფო ორგანიზაციებიდან 1.6
მილიარდი ლარის ღირებულების კონტრაქტები აქვს მიღებული. აღნიშნული
კომპანია ,,განახლებული რეგიონების პროექტის'' ძირითადი კონტრაქტორიც
იყო.
სლავა შერაზადაშვილი აფინანსებს მუნიციპალიტეტში თითქმის ყველა
სოციალურ პროექტს, ასევე, მმართველი გუნდის, ,,ქართული ოცნების''
მხარდამჭერ ღონისძიებებს, როგორც კულტურულ, ასევე სპორტული
მიმართულებით.
სტატიის გამოყენების პირობები