გორის სოფელ მეჯვრისხევში 46 წლის ასაკის მამაკაცი მოკლეს. შემთხვევა
9 ივნისს საღამოს მოხდა
შს სამინისტროს ცნობით, დაკავებულია ამავე ასაკის მამაკაცი.
პრესსამსახურის განცხადებაში აღნიშნულია, რომ კონფლიქტი წარსულში
მომხდარ უთანხმოებას უკავშირდება.
ადგილობრივების ცნობით, ბრალდებული 2008 წლის აგვისტოს ომის დევნილია.
დევნილი იყო გარდაცვლილიც. სოფელში მათ სახლები შეიძინეს დევნილთა
განსახლების პროგრამის ფარგლებში.
ამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.
სტატიის გამოყენების პირობები