ახალი ამბები
მათე დევიძეს სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა
21 წლის მათე დევიძეს 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი, პროკურორი - ანა ხუბეჯაშვილი.

,,მათე მაგალითად დარჩება სინდისის და ღირსების და გვიჩვენებს ყველას სიმართლის გზას!'' - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც სასამართლო პროცესს ესწრებოდა.

მათე დევიძე 2024 წლის 19 ნოემბერს საპროტესტო აქციაზე დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მუხლი 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ფოტოს წყარო: პუბლიკა
Print

სტატიის გამოყენების პირობები