ქონებრივი დეკლარაციების მიხედვით, შიდა ქართლის მერებიდან, მხოლოდ
ხაშურის მერი თენგიზ ჩიტიაშვილი ცხოვრობს საკუთარ ხელფასზე.
მერები წელიწადში დაახლოებით 60 000 ლარს იღებენ ანაზღაურების
სახით.
ქარელის მერი ზაზა გულიაშვილი უთითებს, რომ გასულ წელს, სოფლის
მეურნეობის პროდუქციის რეალიზაციიდან 130 000 ლარი მიიღო შემოსავლის
სახით. მშობლიურ სოფელ ბრეთის მეურნეობაში მიწის ნაკვეთები
გააფართოვა. 2024 წელსაც დამატებით 11 000 კვ.მ მიწა შეისყიდა.
კასპის მერი ვახტან მაისურაძე უთითებს, რომ ხელფასის გარდა, მას, 2024
წელსაც, ემიგრაციაში მყოფ ოჯახის წევრისგან აქვს მიღებული თანხა 17
ათას დოლარამდე. მისი ოჯახის წევრი აშშ-ში ცხოვრობს. გადმორიცხული
თანხა, 2022-23 წლებთან შედარებით, 2-ჯერაა შემცირებული.
სტატიის გამოყენების პირობები