ახალი ამბები
უბედური შემთხვევა სოფელ თედოწმინდაში
სოფელი თედოწმინდის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე ლიახვში 16 წლის მოზარდი - გორის მე-12 სკოლის მოსწავლე დაიღუპა.

შს სამინისტროს ცნობით, დაწყებულია გამოძიება. 

აღნიშნულ ტერიტორიაზე ახალგაზრდა მამაკაცი ორი წლის წინაც დაიღუპა.

ფაქტს ეხმაურება პოლიტიკოსი ანა დოლიძე. მისი განცხადებით, მუნიციპალიტეტებს წარდგენილი აქვთ რეკომენდაციები, თუ რა ღონისძიებები უნდა ტარდებოდეს ისეთ წყალსატევებში, სადაც სიკვდილიანობის ფაქტები ფიქსირდება: 

,,მორიგი უმძიმესი ტრაგედია. ადგილობრივი თვითმმართველობის პასუხისმგებლობაა საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოს უსაფრთხო გარემოს შექმნა. ჯერ კიდევ 2018 წელს, როდესაც დავიწყეთ კამპანია სიცურე მშვიდად, რომელიც მიზნად ისახავდა წყლის ობიექტებზე სიკვდილიანობის შემცირებას, შევიმუშავეთ რეკომენდაციები და წარვუდგინეთ ადგ. მუნიციპალიტეტებს. თუმცა, მუნიციპალიტეტები არაფერს არ აკეთებენ ელემენტარულად ხალხის უსაფრთხოებისთვის. ამ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით ზომები უნდა მიეღო თედოწმინდაში მერის წარმომადგენელს - დავით ავაზნელს. ვუსამძიმრებ ოჯახს ამ უმძიმეს ტრაგედიას.'' - წერს ანა დოლიძე.

რეკომენდაციების მიხედვით, ადგილობრივმა თვითმმართველობებმა უნდა განსაზღვრონ ბანაობისთვის საშიში ადგილები; უნდა გატარდეს ადეკვატური უსაფრთხოების ზომები - მოეწყოს მყარი ბარიერები, დააყენონ სათვალთვალო კამერები, გამაფრთხილებელი აბრები და ა.შ

Print

სტატიის გამოყენების პირობები