გორში გვიან ღამით სასწრაფო დახმარების მანქანას ჯიპი დაეჯახა.
წინასწარი ინფორმაციით, ჯიპს მართავდა ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ
მყოფი მძღოლი.
შემთხვევა იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. დაშავდა
ჯიპის მძღოლი.
შსს-ს ცნობით, გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.
აღნიშნული მუხლი გულისხმობს: ავტომობილის, მოძრაობის წესის დარღვევას
ჩადენილი მთვრალ მდგომარეობაში, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის
ნაკლებად მძიმე დაზიანება.
ბრალის დამტკიცების შემთხვებაში, მძღოლი ისჯება თავისუფლების აღკვეთით
ვადით ორიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის
უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.
სტატიის გამოყენების პირობები