„ფრესკა“ ფესტივალ „Baltic Breeze“-ის გრანპრის მფლობელი გახდა
ანსამბლი ,,ფრესკა'' ფესტივალ „Baltic Breeze“-ის გრანპრის მფლობელი
გახდა.
„ფრესკა“ ორი დღის განმავლობაში მართავდა კონცერტებს,
Tallinn-Stockholm-Tallinn ის კრუიზზე „Baltic Queen ship“, სადაც
დიდი ოვაციები დაიმსახურა და საბოლოოდ, ხალხური ცეკვების ნომინაციაში
გრანპრი აიღო.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაში მსოფლიოს წამყვანი ქორეოგრაფიული თუ
თანამედროვე საშემსრულებლო ჯგუფები მონაწილეობდნენ.
წარმატებული ტურის შემდეგ, ხაშურის მუნიციპალური ანსამბლი „ფრესკა“
მშობლიურ მუნიციპალიტეტს 6 მაისს დაუბრუნდა.
სტატიის გამოყენების პირობები