ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ ლას ვეგასში გაიმართა მსოფლიო
ფესტივალი ,,ოქროს ოცნება,“ სადაც ხაშურის ბავშვთა ქორეოგრაფიულმა
ანსამბლმა „ოქროს ფარმა“ წარმატებას მიაღწია.
"ოქროს ფარი" პირველი ანსამბლია ხაშურიდან, ვინც ამერიკაში
იცეკვა.
„- შარშან ამ ფესტივალზე მხოლოდ ჩვენი ანსამბლი იყო მიწვეული იყო,
სადაც ნინო ლომსაძის ჯეირანმა 1 ადგილი აიღო ... წელს კი სურვილი უფრო
მეტმა გამოთქვა და წინასწარი შერჩევით, 7 ანსამბლი გავემგზავრეთ ...
კონკურსზე წარვადგინეთ 3 ქორეოგრაფიული ნომერი: ქართული ცეკვა,
წყაროსთან და აჭარული ბალადა... „ოქროს ფარი“ ამჯერადაც გამარჯვებული
დაბრუნდა.. დაჯილდოვდა პირველი ადგილით, მოცეკვავეები სპეციალური
მედლებით... ხოლო ქართული ცეკვის ჩვენი სოლისტი ლიზი ქუთათელძე,
საუკეთესო საშემსრულებლო ოსტატობისთვის და ულამაზესი კოსტიუმისთვის,
გრან-პრით დაჯილდოვდა. ყველა ეს გამარჯვება მივუძღვენით ჩვენს ხაშურ
ქალაქს და მესამედაც მივიღეთ მიწვევა... არის უკვე მზად ჯგუფი მესამე
გასტროლისთვის ამერიკაში,“ - ამბობს ანსამბლის ქორეოგრაფი ნონა
თედიაშვილი.
„-ეს მეორე გასტროლი დაუვიწყარი იყო იმითაც ,რომ მოვიარეთ 3 შტატი და
ამ შტატების ყველაზე მნიშვნელოვანი ქალაქები... ყველაზე მთავარი კი
ლას-ვეგასის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიწვევა გახლდათ, სადაც „ოქროს
ფარმა“ სახელოვნებო ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ჩაატარა ქართული
ცეკვის მასტერკლასი.. .ეს იყო ისტორიული შეხვედრა, სადაც გაფორმდა
მემორანდუმიც... ქართული ცეკვების მრავალფეროვნებამ დიდი დაინტერესება
ჰპოვა ამერიკელ სტუდენტებში,“ - ამბობს ხელმძღვანელი ნონა თედიაშვილი.
სტატიის გამოყენების პირობები