ახალი ამბები
საბა ჯიქიას 4.5 წლიანი პატიმრობა შეეფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა, 19 წლის საბა ჯიქიას 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

საბა ჯიქიას პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდნენ. პროკურატურის პოზიციით, მან გდდ-ის თანამშრომელს ფეხი დაარტყა სხეულის არეში. თუმცა აღნიშნული თანამშრომელი, ბექა გოტიაშვილი თავად ამბობს, რომ დაზიანება არ მიუღია.

ჯიქიას ბრალდება წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები