ლოქსიდოლი - გამოდის არა მხოლოდ ტაბლეტების, არამედ საინიექციო ხსნარისა და რექტალური სანთლების ფორმით და სამივე მათგანი გამოიყენება ძვალ-სახსროვანი სისტემის დაავადებების სამკურნალოდ.
პრეპარატს გააჩნია ტკივილგამაყუჩებელი, ანთების საწინააღმდეგო და
სიცხის დამწევი მოქმედება, რასაც განაპირობებს პრეპარატის აქტიური
ნივთიერების მელოქსიკამის მოქმედება.
ლოქსიდოლი გამოიყენება შემდეგი დაავადებების სიმპტომური
თერაპიისთვის:
• რევმატოიდული ართრიტი;
• სახსრების მადეფორმირებელი ოსტეოართროზი;
• მაანკილოზებელი სპონდილოართრიტი (ბეხტერევის დაავადება).
ლაქსოდილის ტაბლეტები მიიღება პერორალურად, ჭამის დროს, მცირე რაოდენობის წყლის მიყოლებით.
რეკომენდებული დოზებია:
• რევმატოიდული ართრიტის დროს 15 მგ დღე-ღამეში. დოზა შეიძლება
შემცირდეს 7,5 მგ-მდე დღე-ღამეში, თუ თერაპიული ეფექტი საკმარისად
გამოიხატა;
• ოსტეოართროზის დროს 7,5 მგ დღე-ღამეში. საჭიროების შემთხვევაში
ექიმმა შესაძლოა დოზა 15 მგ-მდე დღე-ღამეში გაზარდოს;
• მაანკილოზებელი სპონდილოართრიტის დროს 15 მგ დღე-ღამეში;
• იმ პაციენტებში, რომლებშიც არსებობს გვერდითი ეფექტების
განვითარების მაღალი რისკი, დოზით 7,5 მგ დღე-ღამეში. მაქსიმალური
სადღეღამისო დოზა ამ შემთხვევაში შეადგენს 15 მგ-ს.
• თირკმლის მწვავე უკმარისობის მქონე პაციენტებში, რომლებიც
იმყოფებიან ჰემოდიალიზზე 7,5 მგ დღ-ღამეში.
რექტალური სანთელი განკუთვნილია მხოლოდ რექტალური
გამოყენებისათვის. რეკომენდირებული დოზაა თითო სანთელი დღეში ერთჯერ.
სანთლებით ხანგრძლივად მკურნალობა ზრდის გვერდითი მოვლენების
განვითარების რისკს, ამიტომ იგი რაც შეიძლება ხანმოკლე დროით უნდა
გამოიყენოთ.
ლოქსიდოლის ინიექციები ინიშნება მხოლოდ
ზრდასრულებში. იგი შეიყვანება ინტრამუსკულარულად. ინიექციები უნდა
გამოიყენოთ მხოლოდ პირველი 2-3 დღის განმავლობაში. შემდგომში
მკურნალობა პრეპარატის პერორალური ფორმით (ტაბლეტები) უნდა
გაგრძელდეს.
მაქსიმალური რეკომენდებული სადღეღამისო დოზა შეადგენს 15 მგ-ს.
გვერდითი მოვლენების განვითარების რისკის არსებობის შემთხვევაში,
მკურნალობა 7.5 მგ-ით უნდა დაიწყოს.
გაითვალისწინეთ, პრეპარატის ინტრავენურად შეყვანა არ შეიძლება.
ლოქსიდოლის ტაბლეტების, რექტალური სანთლებისა და ინიექციების
გამოყენება უკუნაჩვენებია იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც
აღენიშნებათ:
• მელოქსიკამის ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ
ჰიპერმგრძნობელობა;
• კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, მწვავე
ფაზაში;
• თირკმლების ქრონიკული უკმარისობა იმ პაციენტებში, რომლებიც
ჰემოდიალიზით მკურნალობას არ ექვემდებარებიან ;
• ღვიძლის მწვავე უკმარისობა;
• 15 წლამდე ასაკი;
• სისხლდენები;
• ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი;
• მომატებული მგრძნობელობა აცეტილსალიცილმჟავის, ან სხვა
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიმართ.
სხვა პრეპარატების მსგავსად, ლოქსიდოლით მკურნალობასაც შეიძლება მოჰყვეს გვერდითი ეფექტები, როგორებიცაა:
გაითვალისწინეთ, ჭარბი დოზირების შემთხვევაში, აღნიშნული გვერდითი მოვლენები ძლიერდება!
ლოქსიდოლის სხვა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან
(მათ შორის სალიცილატებთან) ერტდროული გამოყენებისას, იზრდება
კუჭ-ნაწლავის ეროზიულ-წყლულოვანი დაავადებების განვითარების
რისკი.
არაპირდაპირ ანტიკოაგულანტებთან, ტიკლოპიდინთან, ჰეპარინთან,
თრომბოლიზურებთან ერთად მიღებისას კი სისხლდენის განვითარების რისკი
იმატებს.
ლოქსიდოლისა და დიურეტიკების ერთდროული გამოყენებისას არსებობს
თირკმლების მწვავე უკმარისობის განვითარების საშიშროება.
ლოქსიდოლის გამოყენების ფონზე შეიძლება შემცირდეს კონტრაცეპტივების
დამცველობითი ეფექტი.
განსაკუთრებული მითითებები და
სიფრთხილის დამატებითი ზომები:
ლოქსიდოლი ზოგადად ურეცეპტოდ გაიცემა, თუმცა მისი მიღება ექიმის
დანიშნულების გარეშე რეკომენდებული არ არის, განსაკუთრებით იმ
პაციენტებისთვის, რომელთაც აღენიშნებათ: კუჭ-ნაწლავის დაავადებები, ან
მკურნალობენ ანტიკოაგულანტებით, ანტიაგრეგანტებითა და
ფიბრინოლიზურებით; გულის უკმარისობა, ღვიძლის ციროზი, დეჰიდრატაცია,
ნეფროზული სინდრომი და თირკმლების მწვავე დაავადებები.
ასევე მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ თუ პაციენტი ლოქსიდოლთან ერთად
იღებს დიურეზულებს, აუცილებელია პარალელურად დიდი რაოდენობის სითხის
მიღება.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის განვითარების შემთხვევაში,
პრეპარატის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოთ. ასევე, უნდა
შეწყვიტოთ პრეპარატის მიღება მწვავე დერმატოლოგიური რეაქციების
განვითარების შემთხვევაში.
ხანდაზმულმა პაციენტებმა ლოქსიდოლი მხოლოდ ექიმის დანიშნულებით უნდა
მიიღონ.
სტატიის გამოყენების პირობები