ახალი ამბები
,,ზღუდერსა და ყინწვისში ძამა დაგვიშრეს'' - ადგილობრივი მცხოვრები
ასე გამოიყურება მდინარე ძამა სოფლების: ყინწვისისა და ზღუდერის მიმდებარე ტერიტორიაზე.

როგორც ადგილობრივებმა ,,ქართლის ამბებს" განუცხადეს, კალაპოტის დაშრობა მიკროჰესის გამო მოხდა:

,,მთლიანი მდინარე წაიღეს. იქნებ ივლისსა და აგვისტოს თვეში გაგვიწიონ შეღავათი და წყალი გამოუშვან. წისქვილი გავაკეთეთ სოფლის პროგრამით, იმასაც ვერ ვამუშავებთ"

,,ჰესის საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს. გაგვიყონ წყალი. ბაღებს ვეღარ ვამუშავებთ. სამი სოფელი დაგვტოვეს წყლის გარეშე" - გვითხრეს სოფელ ყინწვისში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები