,,ერთ ადგილზე გაიკეთონ თაავაანთი ვიზალიბერალიზაცია'' - გორის მერის მოადგილე
სოციალურ ქსელში გავრცელდა გორის მერის მოადგილის თამაზ შიოშვილის
პოსტი, რომლითაც იგი ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერების საკითხს
ეხმაურება, თუმცა მისი პოსტი აღარ იძებნება.
"ამ საკითხთან დაკავშირებით, რამდენიმე ჩემს მეგობართან მქონდა
საუბარი, მეკითხებიან, ვიზა ლიბერალიზაცია, რომ შეგვიჩერონო, მერეოო?!
მე ვუბრუნებ კითხვას და ვეკითხები, როგორ უნდა მოვიქცეთ ? ვიზა
ლიბერალიზაციის გამო, უარი ვთქვათ, ოჯახის სიწმინდეზე? ლგბტ
პროპაგანდა უნდა მივიღოთ? გამჭვირვალობის კანონი უნდა გავაუქმოთ?
სააკაშვილი უნდა გავანთავისუფლოთ? ოოო, ამ დროს დაფიქრდებიან ხოლმე და
ვეღარ იგებენ რა მიპასუხონ, მე ჩემ აზრზს ვიტყვი, თუ არჩევანის წინაშე
დამაყენებენ, ვიზა ლიბერალიზაცია, თუ ეს ჩვენი სიწმინდეები, რითაც
ვამაყობთ და სისხლით აქვთ მოპოვებული ჩვენს წინაპრებს, მე ვიტყოდი,
რომ ერთ ადგილში გაიკეთონ თაავაანთი ვიზა ლიბერალიზაცია - დიდება და
მშვიდობა საქართველოს", - წერს გორის მერის მოადგილე.
გამოცემა ბათუმელების ცნობით, "ქართულ ოცნებას" გადაეცა ევროკომისიის
წერილი, რომელშიც ჩამოთვლილია ის ნაბიჯები, რაც თბილისმა აგვისტოს
ბოლომდე უნდა გადადგას თუ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შენარჩუნება
სურს, მათ შორის არის ადამიანის ფუნდამენტური უფლებების პატივისცემა,
ასევე გასულ წელს მიღებული რუსული სტილის კანონების გაუქმება, რომელიც
მედიისა და არასამთავრობოების მუშაობას ზღუდავს, მათ შორის "ლგბტ
პროპაგანდის" კანონი, რომელიც ცენზურას აწესებს.
სტატიის გამოყენების პირობები