გორის საკრებულოს წევრს, ფრაქცია ,,ქართული ოცნების'' თავმჯდომარის
მოადგილეს, ივანე ნონიკაშვილს იტალიაში დასაქმებულმა ნათესავმა გასულ
წელს 50 000 ლარი გამოუგზავნა.
ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, იმავე წელს, ივანე ნონიკაშვილმა 40
000 ლარად ,,ტოიოტა პიკაპი'' იყიდა.
ემიგრაციაში დასაქმებული ნათესავის მიერ გამოგზავნილი თანხა ორჯერ
აღემატება იმ ხელფასის ოდენობას, რაც ივანე ნონიკაშვილმა ერთ
წელიწადში 23 116 ლარის ოდენობით მიიღო. მართალია, იტალიაში
ანაზღაურებადი სამუშაოდან მიღებული შემოსავალი ოჯახის საკუთრებად
ითვლება, თუმცა ივანე ნონიკაშვილი თავისი ხელფასით ავტომანქანის
შეძენას ვერ შეძლებდა.
ცნობისათვის, ევროკავშირმა ,,ქართული ოცნების" ხელისუფლებას 15 ივლისს
გაუგზავნა წერილი, ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერების შესახებ.
მიზეზი მმართველო პარტიის რეპრესიული კანონებია, რომლის გაუქმებასაც
ევროკავშირი ითხოვს.
,,ქართული ოცნების" ლიდერები აცხადებენ, რომ თუ ისინი არჩევანის
წინაშე დადგებიან, ვიზალიბერალიზაციას დათმობენ:
,,თუ ასე დადგება საკითხი — ან მშვიდობა და სტაბილურობა, ან
ვიზალიბერალიზაცია — ჩვენ, რა თქმა უნდა, უპირატესობას მივანიჭებთ
მშვიდობას და სტაბილურობას. ეს ქართველი ხალხის არჩევანია“, —
განაცხადა პრემიერ მინისტრმა კობახიძემ.
სტატიის გამოყენების პირობები